ეს იყო ერთხელ!

გოშუბლზე ჩამოშლილ თმას ნერვულად იხვევ სალოკ თითზე და ტელეფონს დასჩერებიხარ :იქნებ დარეკა და ვერ გაიგე ან შეტყობინება გამოგიგზავნა და “გზაში”  დაიკარგა?!…..არადა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ ის ჩვეულებრივი შემთხვევითი ნაცნობი იყო,ახლა კი თქვენს გაცნობას ზებუნებრი ძალებს მიაწერ.საერთოდ ხომ ყველა შეყვარებულს ჰგონია მისი სიყვარული იმდენად ძლიერია,შექსპირი რომ ცოვხალი ყოფილიყო “რომეო და ჯულიეტას’ თავიდან დაწერდა.ასეა,ყველა შეყვარებული ადამიანი თხრობას საკუთარ “ლავსთორზე” ასე იწყებს:” ეს იყო ერთხელ….”შეიძლება პეტერბურგში არა,მაგრამ სამარშუტო ტაქსსაც არა  უშავს.მერე გადის დრო და რჩეულის მოზრდილი ცხვირი მიკროსკოპულ ზომას იღებს,თანდათან გარშემომყოფები ამჩნევენ რომ სიბრმავესთან ერთად სიყვარულს სიყრუეც სცოდნია.მერე რა თუ შენს შეყვარებულს ბოდლერი კოქტეილის დასახელება ჰგონია,მერე რა თუ ოცნებობდი გული და ხელი შენთვის ეიფელის კოშკზე ეთხოვათ. ბოლოსდაბოლოს თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს, ამას ჟანეტიც ხვდება და შენც მიხვდები რამენაირად.მერე თავს დახრი, მორცხვად იტყვი ჰოს და მთელი შენი სანათესაო-სამეგობრო ქართულ მამაპაპურ ქორწილში მოილხენს.მალე იმასაც მიხვდები რომ ოქროს ქვიშებზე ფიქრიც არ ღირს და თაფლობის თვეს მშობლიურ შავი ზღვის სანაპიროზეც დასჯერდები…ცხოვრებაში კიდევ ბევრი ოცნების დავიწყება მოგიწევს სიყვარულის სახელით, მათ შორის ისიც,რომ თქვენს პრინცს არც სამეფო ტიტული მოჰყოლია და არც თეთრი რაში……..
რა არის სიყვარული? ამაზე სრულყოფილი პასუხი არც ფილოსოფოსებს აქვთ და არც ფსიქოლოგებს , თუმცა შეყვარებულ ადამიანს ნაკლებად აინტერესებს, რომ ეს გრძნობა მის ტვინში 4 ქიმიური ნივთიერების ურთიერთქმედებითაა გამოწვეული.დოფამინი ადამიანში კეთილდღეობის განცდას აღძრავს და გიჩნდება სურვილი გარშემომყოფებს გაუაღიმო,სწორედ ამიტომ უწოდებენ მას სიამოვნების მედიატორსაც.ადრენალინის მომატება სიყვარულის დროს ხდება,რაც გულის ფრიალს,ხელისგულების ოფლიანობას და ლოყების სიწითლეს იწვევს. თეობრომინი კი ჩვენს ნეტარების შეგრძნებას უზრუნველყოფს(სხვათაშორის ის შოკოლადის შემადგენლობაშიცაა).ოქსიტოცინი ერთგულების მოლეკულების სახელითაა ცნობილი და ჩვენს გრძნობას უფრო ამყარებს. ეს 4 ელემენტი განაპირობებს სტიქიურ სიყვარულს და არა ამურის ისარი,როგორც აქამდე გვეგონა.შეიძლება იმედგაცრუებულიც კი დარჩით,თურმე ის ადამიანი კი არ არის ისეთი აღმაფრთოვანებელი,რომ გონება დაკარგეთ,არამედ ყველაფერში “დამნაშავე” შენი ტვინია.
სტიქიური სიყვარული მაქსიმუმ 4 წელიწადს გრძელდება,შემდეგ კი ქიმიური პროცესები ტვინის ქერქში ინაცვლებს და ყველაფერს აანალიზებ,უკვე გონებით წყვეტ და არა გულით.თუ გაგიმართლათ და ამ ადამიანის მიმართ შენი გრძნობები მიჩვევასა და ურთიერთპატივისცემაში გადაიზარდა,ხომ კარგი ; მაგრამ თუ ერთ დილასაც გაიღვიძე და აღმოაჩინე,რომ რჩეულის პროპორციები რეალურ ზომებს უბრუნდება, ვერ გაგიგია რა გინდოდა იმ სამარშუტო ტაქსიში 4 წლის წინ, ფანჯრიდან თბილისის ანძას გაჰყურებ და ხვდები,რონ ჟანეტი უბრალოდ ზრდილობიანი გოგო იყო და მასპინძლებს არ აწყენინა…………….
გულს ნუ გაიტეხ,ცხოვრაბაში ყველაფერი ხდება….სტატიის კითხვას მორჩი,ალბათ სახლში,მეგობართან ან სამსახურში გაგვიანდება,საკუთარი ავტომობილი ჯერაც არ გყავს?!არაუშავს სამარშუტო ტაქსები იმისთვის არსებობენ რომ მომავალი “ლავსთორის” ისტორია ასე დაიწყო:”ეს იყო ერთხელ….”

P.S.შეხედეთ ცხოვრებას მარტივად,იუმორით და აუცილებლად გაგიმართლებთ!ხანგრძლივ და ლამაზ სიყვარულს გისურვებთ!

%d bloggers like this: