ვაპირებ…სიცოცხლეს!

Image

მე ვწერ ერთი ძალიან ჩვეულებრივი ბიჭის,ძალიან ჩვეულებრივ ცხოვრებაზე.ისტორია ბანალურია,საქართველოს სინამდვილისთვის დამახასიათებელი… ის 17 წლისაა და ქუჩაში ცხოვრობს,პირობითად ლევანი…ცხოვრების მიზანი გაურკვეველია:ზოგადად ბევრი რამე და კონკრეტულად არაფერი.საზოგადოებაში თავს “ავტონომიურ” ერთეულად გრძნობს,რადგან მიაჩნია,რომ მისნაირებზე ცუდი აზრის არიან,თუმცა არც თვითონ აქვს საზოგადოებაზე უკეთესი შეხედულება.ჟურნალისტები არ უყვარს,იმიტომ რომ ყველგან ცხვირს ყოფენ…მე მას რუსთავის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში შევხვდი,სადაც ის რამდენიმე წელი ცხოვრობდა.მეგობრების სანახავად მiსულს ,ჩემი დანახვა არ გაჰკვირვებია,რადგან მათი ხშირი სტუმარი ვარ,თუმცა ინტერვიუს ხსენებაზე შორს დაიჭირა თავი.როგორც იქნა დავითანხმე,მაგრამ ჩემი რესპონდენტი სიტყვაძუნწი აღმოჩნდა,ზოგ კითხვაზე კი პასუხის გაცემა არ ისურვა:
-რა არის შენთვის ქუჩა?-სახლი.
-სად ვხოვრობ,სად გძინავს?-შენ?-შემომიბრუნა კითხვა.ცოტა დავიბენი-სახლში!
-მეც!-მიპასუხა ირონიულად.
-არავინ გყავს ახლობელი?
-დედამ 5წლის ვიყავი რომ მიმატოვა,მამა არც მყოლია,”ლევი” ბავშვი ვიყავი რა.დედაჩემი გათხოვდა და მე ხელისშემშლელად ვიქეცი მისთვის.მოძებნა არც არასდროს მიცდია,რა აზრი ქონდა?!
-როგორ გაგაქვს თავი,მუშაობა არასდროს გიცდია?
-ეგ შენთვის საინტერესო თემა აღარ არის..
-რატომ?მაინტერესებს.-თქვენ,ჟურნალისტებს მარტო სკანდალები გაინტერესებთ და საერთოდ სისულელეა ეს ინტერვიუ,დაკითხვაზე მგონია თავი.
შევპირდი რომ კითხვებს აღარ დავუსვამდი,უბრალოდ ფურცელზე დაწერილი დაუმთავრებელი ფრაზები მივეცი და ვთხოვე დაესრულებინა.იდეას არ აღუფრთოვანებია,მაგრამ მაინც დამთანხმდა.
მე ვარ…..ლევანი.
ყველაზე მეტად მინდა….ბევრი ფული.
ბავშვობაში ვოცნებობდი….ოჯახზე.
ეხლა…აღარ ვოცნებობ.
მიხარია როცა…..რავი ალბათ რაღაცები მიხარია ხოლმე.ხო მიხარია სვაბოდაზე რომ ვარ.
ჩემი ნება რომ იყოს….ჩემი ნება არ არის.
ვიცხოვრებდი…ამერიკაში.
რას ფიქრობს ხალხი?მკიდია!ყველა თავის თავზე ფიქრობს!
რას ფიქრობ ხალხზე?კარგს არაფერს.
ვერ ვიტან….როცა კითხვებს მისვამენ.
არასდროს არ ვიქნებოდი….დედიკოს ბიჭი,პრინციპში ვერ ვიქნებოდი ძალიანაც რომ მდომოდა.
რისი იმედი გაქვს?საკუთარი თავის!
ოპტიმისტი ხარ?არაფრისტიც არ ვარ.
რას აპირებ?სიცოცხლეს!
მიყვარს….ერთი გოგო…..
….ის ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ….ბიჭი,რომელსაც უხარია,სტკივა,ფიქრობს,იმედი აქვს,უყვარს და აპირებს….სიცოცხლეს!

%d bloggers like this: