ისტორიული ფოტოები

640273main_Apollo8-color-full

აპოლო 8 – 1968 წლის 24 დეკემბერი: ავსტონავტმა ბილ ანდერსმა გადაიღო მთვარეზე დედამიწის „ამოსვლა“.

apollo-111969-neil-armstrong-took-this-picture-of-fellow-astronaut-buzz-aldrin-taking-mans-first-steps-on-the-moon-thats-one-small-step-for-man-one-giant-leap-for-mankind-armstrong-said

აპოლო 11 – 1969 წლის 20 ივლისი: ნილ ამსტრონგმა მთვარეზე ფირზე აღბეჭდა მისი კოლეგა ბაზ ალდრინი. „ეს პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის და გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის“ – აღნიშნა ამსტრონგმა.

afghanistan1984-steve-mccurrys-shot-of-a-12-year-old-afghan-girl-became-one-of-the-most-popular-national-geographic-covers-of-all-time-and-a-face-for-refugees

ავღანეთი – 1984 წელი: სტივ მაკქურმა ფირზე აღბეჭდა 12 წლის ავღანელი გოგონა, რომელიც National Geographic-ის ყველა დროის ყველაზე პოპულარულ გარეკანად და ლტოლვილთა სახედ იქცა.

358gl

სუდანი, 1994 წელი: კევინ კარტერმა ფირზე აღბეჭდა Pulitzer Prize-ის გამარჯვებული კადრი, რომელზეც გაეროს ბანაკიდან ნახევარი მილის მოშორებით მომაკვდავი ბავშვია ასახული…თუ რატომ არ დაეხმარა ფოტოგრაფი ბავშვს დღემდე აუხსნელ კითხვად რჩება. სურათის გადაღებიდან სამი თვის შემდეგ დეპრესიაში ჩავარდნილმა კარტერმა თავი მოიკლა, სურათმა სუდანის ტრაგედია მთელს მსოფლიოს გააცნო.

September 11th Terrorist Attacks

ნიუ იორკი – 2001 წლის 11 სექტემბერი: რიჩარდ დრიუს სურათი ასახავს ტერაქტის შედეგად ცათამბრჯენიდან გადმომხტარი კაცს.

TH24-PRISONER_ABUS_1016803f

აბუ გარიბის ციხე – 2004 წელი: ამერიკელი ჯარისკაცების მიერ გადაღებული საშინელი სურათები ნამდვილი სენსაცია იყო, რომელიც პირველად ჟურნალ The New Yorker-სა და გადაცემა 60 Minutes-ში გაშუქდა. ფოტოებზე აღბეჭდილია ამერიკელი კარისკაცების მიერ ერაყელი პატიმრების საშინელი წამება. სურათებმა მსოფლიოს აჩვენეს, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ისეთივე არაჰუმანურები იყვნენ, როგორც ხალხი, ვის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ.

New York Construction Workers Lunching on a Crossbeam

ებრაულ-სლავური წარმოშოფის ფოტოგრაფის – ჰაინ ლუისის ტრიუმფად ნიუ-იორკის 443-მეტრიანი Empire State Building-ის მშენებლობის ამსახველი კადრები იქცა. ცნობილია, რომ 3000-მდე ევროპელი ემიგრანტი ყოველგვარი სადაზღვევო აღჭურვილობის გარეშე აშენებდა მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე მაღალ შენობას.

102-სართულიანი Empire State Building-ის მშენებლობას 410 დღე დასჭირდა. ცათამბჯენი 1931 წლის 1 მაისს გაიხსნა და ტყუპი ცათამბჯენის აშენებამდე ამერიკაში ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა. 2002 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ კი ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსი დაიბრუნა. ოფიციალური სტატისტიკით, მშენებლობისას 5 ადამიანი დაიღუპა.

einstein-tongue-out

1951 წელი. ფოტოგრაფი: Arthur Sasse.

დაბადების დღეზე ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტებისაგან შეწუხებულმა ალბერტ აინშტაინმა, რომელსაც სთხოვდნენ რომ გაეღიმა, ენა გამოუყო მათ.

e183a4e18398e1839ae18398e1839e-e183b0e18390e1839ae183a1e1839be18390e1839ce18398

ფოტოგრაფმა ფილიპ ჰალცმანმა სახელი გაითქვა ორიგინალურად გადაღებული ფოტოებით, რომლებზეც ჰაერში ამხტარ ადამიანებს იღებდა. ფოტოგრაფი თვლიდა, რომ ნახტომში ყველაზე კარგად ჩანს ადამიანის ნამდვილი სახე.

ამ სურათის გადასაღებად ფოტოგრაფს 6 საათი, დამხმარეებით სავსე ოთახი, რამდენიმე ათეულჯერ ჰაერში გასროლილი კატები და წყლიანი ვედროები დასჭირდა.

დედა

ჯეიმს ნაჩტვეის ფოტო. 1992 წლის ნოემბერი. ბარდერა, სომალი. დედას მიაქვს შიმშილისგან მკვდარი შვილის ცხედარი.

mike-wells-1980

1980 წლის აპრილი, კარამოჯას რაიონი, უგანდა. მშიერი უგანდელი ბიჭუნა და მისიონერი.

%d bloggers like this: