საინტერესო ფოტოები

camel-shadows

ზემოდან გადაღებულ ლამაზ სურათზე მოჩანს უდაბნოში მოსიარულე აქლემების ჯგუფის ჩრდილები. თუკი ახლოდან დააკვირდებით, დაინახავთ, რომ შავი ფერის სილუეტები არა აქლემები, არამედ ჩრდილებია. გორაკებიანი უდაბნოს ტერიტორია, მანათობელი მზე და ფოტოაპარატის პოზიცია ერთგვარ ოპტიკურ ილუზიას ქმნის. ფოტო გადაღებულია ჯორჯ სტეინმეცის მიერ, დასახელდა 2005 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად და “National Geographic”-ის ჟურნალის გარეკანზეც მოხვდა. სტეინმეცი ცნობილია სამეცნიერო ტიპის ფოტოების გადაღებით. უნიკალური კადრების დასაჭერად ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და დახეტიალობს შორეულ უდაბნოებსა და სხვა მიუწვდომელ ადგილებში.

how-life-begins-1965

სიცოცხლის ჩანასახის პირველი ამსახველი კადრი, 1965 წელი

05

ამერიკაში ოპერაციის დროს გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფოტო.პირველი ოპერაცია ნაყოფის მუცლადყოფნის დროს, ექიმებმა მას ანომალია მოაშორეს. 21 კვირის ნაყოფმა დედის საშვილოსნოდან გამოყო პაწაწინა ხელი და ქირურგის თითს ჩაეჭიდა, თითქოს ნაყოფი სიცოცხლის უფლებით სარგებლობას სთხოვს ადამიანებს.

xray

ადამიანის პირველი რენტგენული სურათი, 1896 წელი.ეს ვილჰელმ კონრად რენტგენის სურათია, რომელზეც მისი მეუღლის საქორწინო ბეჭდიანი ხელია გამოსახული.

29

პირველი წარმატებულად კლონირებული ცხოველი- ცხვარი სახელად დოლი.ექსპერიმენტი ჩატარდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ის დაიბადა 1996 წლის 5 ივლისს. მან იცოცხლა 6 წელი.

0_b1046_636a4cbf_XXL

მეხის დარტყმის სურათი, ცნობილ ეიფელის კოშკზე.

240371360054117

ერთი შეხედვით, ეს სურათი მაღალი ხარისხის ციფრული ფოტოაპარატით გადაღებულს ჰგავს.
მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის არის მხოლოდ და მხოლოდ ფანქრით შესრულებული.
ეს ნახატი ეკუთვნის “Middlesex University OF Fine Art”-ის სტუდენტს კელვინ ოკაფორს, ის დაახლოებით 100საათს ანდომებს ერთი ნახატის შექმნას.

17

თეთრები და ფერადები. 1950 წელი, ელიოტ ერვიტტი.

afghan-girl

12 წლის ავღანელი გოგონას სურათი მაშინ და ახლა.

%d bloggers like this: